ხორვატიაში 2 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

ხორვატიის ხელისუფლებამ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 2 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინიტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა მთავრობი სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენ გვინდა, გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახებს სამძიმარი გამოვუცხადოთ. პეტრინიაში ერთი გოგონა გარდაიცვალა, მაისკე-პოლიანაში - 5, ლეკენიკში - ერთი. ამასთან, 26 ადამიანი დაშავდა", - განაცხადა პლენკოვიჩმა მთავრობის სხდომაზე.

ცნობისთვის, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებთან 24 საათის ინტერვალით 5,2 და 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა 28 დეკემბერსა და 29 დეკემბერს მოხდა.