ხორვატიაში მიწისძვრა მოხდა

ხორვატიაში, დედაქალაქთან ახლოს, ზაგრების ჩრდილოეთ ნაწილში, 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება. 

გერმანიის გეოლოგიური კვლევის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ზაგრებიდან 7 კილომეტრის მოშორებით, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

სტიქიის შედეგად დაზიანდა შენობები და მანქანები. მიწისძვრამ რამდენიმე ხანძრის წარმოქმნას შეუწყო ხელი.