ხორვატიაში სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელი დააკავეს

ხორვატიის ანტიკორუფციულმა პოლიციამ (USKOK) დღეს რამდენიმე ადამიანი დააკავა, რომელთა შორისა სახელმწიფო ტელეკომპანია HRT დირექტორი კაზიმირ ბაჩიჩი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

დაკავებასთან დაკავშირებით პოლიციას ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

HRT–ის ინფორმაციით, ზაგრების საკრებულოს წინა ადმინისტრაციის დროს სავარაუდო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში დააკავეს.

ზაგრების ახალმა მერმა, ტომისლავ ტომაშევიჩმა, რომელიც გასულ თვეში აირჩიეს, დაადასტურა, რომ პოლიციამ ზაგრების ქალაქის საბჭოს საქმიანობის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.