ხორვატიის არჩევნებში მმართველი პარტია იმარჯვებს

ხორვატიის საპარალამენტო არჩევნებში მმართველი პარტია, "ხორვატიის დემოკრატიული თანამეგობრობა" იმარჯვებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა განცხადა.

ამ დროისთვის არჩევნების შედეგების 89.41% უკვე დათვლილია. მონაცემების თანახმად, "ხორვატიის დემოკრატიული თანამეგობრობა", 151 კაციან პარლამნეტში 69 მანდატს მოიპოვებს. მეორე ადგილზე 42 მანდატია სოციალ-დემოკრატების პარტია "გადატვირთვა" გადის. მესამე ადგილს კი 15 მანდატით პარტია "სამამულო მოძრაობა" დაიკავებს. საპარლამენტო არჩევნები ხორვატიაში 5 ივლისს გაიმართა.