ხორვატიის პარლამენტი გადადგა

ხორვატიის პარლამენტის უმრავლესობამ საკანონმდებლო ორგანოს თვითდათხოვნას მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა გადაწყვეტილება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისთვის მიიღეს.

საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის ინიციატივა მმართველ კოალიციას ეკუთვნის. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ხორვატიის დემოკრატიული კავშირი, რომლის ლიდერიც ის არის, არჩევნებზე ისევ გაიმარჯვებს და პარტნიორებთან ერთად კოალიციას ჩამოაყალიბებს.

არჩევნების თარიღს კვირის ბოლომდე ქვეყნის პრეზიდენტი დაასახელებს.