ხორვატიის საკურორტო რეგიონში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ხორვატიის საკურორტო ქალაქ დალმაციაში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდამ 5.1 შეადგინა.

ეპიცენტრი სპლიტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 39 კმ-ში, ხუთი კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისძვრას სერიოზული მატერიალური ზარალი არ მოჰყოლია. ასევე, არავინ დაშავებულა.

თუმცა, ზოგიერთ რაიონში, გავრცელებული ინფორმაციით, შეშინებული მოსახლეობა ქუჩებში გამოვარდა.