კიანუ რივზის კასკადიორი ადასტურებს, რომ მსახიობის შესახებ ყველა ჭორი სიმართლეა

კიანუ რივზის კასკადიორი ჯერემი ფრაიმ მსახიობთან მუშაობაზე ისაუბრა. ამის შესახებ Cinema Blend წერს.

მისი თქმით, ყველაფერი კარგი, რაც კიანუს შესახებ თქმულა, "110%-ით სიმართლეა".

"ის უფრო გასცემს, ვიდრე იღებს, უანგაროა და დაუღალავად შრომობს", - ამბობს კასკადიორი.

ფრაის თქმით, რივზი მსახიობთა იმ კატეგორიას არ მიეკუთვნება, რომელთაც ყველა ილეთის შესრულება თავად სურთ. ის კასკადიორებს მოედანს დროულად უთმობს. ამასთან, ენდობა პროდიუსერებსა და რეჟისორებს და მათ რჩევებს ითვალისწინებს.

ჯერემი ფრაი კიანუ რივზთან "ჯონ უიკის" ყველა ნაწილზე მუშაობდა.