Kid Cudi ემინემთან ერთად ახალ სიმღერას აანონსებს

Kid Cudi-ის "ინსტაგრამში" მისი ახალი სიმღერის, "The Adventures of Moon Man & Slim Shady-ის" ანონსი გამოჩნდა. მასში მონაწილეობას ემინემიც იღებს. კომპოზიციის მოსმენა 10 ივლისიდან იქნება შესაძლებელი.

გამოცემა Hypebeast ვარაუდობს, რომ სინგლი რეპერის მომავალ ალბომში "Entergalactic" შევა, რომელიც წელს გამოვა.

ცნობილია, რომ რელიზს მულტსერიალი დაემატება, რომლის სამიზნე აუდიტორია სრულწლოვანი ადამიანებია. Kid Cudi მასზე Netflix-თან ერთად მუშაობს.