კიევ-პეჩერის ლავრაში 30 სასულიერო პირი დაინფიცირდა

უკრაინული მედიის ცნობით, კიევ-პეჩერის ლავრაში 30 სასულიერო პირი კორონავირუსით დაინფიცირდა.

მათივე ინფორმაციით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 44-მა სასულიერო პირმა კორონავირუსის ტესტი რამდენიმე დღის წინ გაიკეთა.

აღმოჩნდა, რომ 30 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კიევ-პეჩერის ლავარა 4 აპრილს მორწმუნეებისთვის დაიხურა.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის დიაგნოზი ასევე დაუდასტურდა კიევ-პეჩერის ლავრის წინამძღვარსაც.