კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსი კიდევ 26 პირს დადასტურდა

კიევ-პეჩერის ლავრაში COVID-19-ის 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

კიევის ხელისუფლების გადაწყვეტილებით იონას-სამების მონასტერი კარანტინის მიზნით დაიხურა.

მანამდე, პარასკევს, კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსი 7 პირს დაუდასტურდა. 

სულ კიევში გასულდღე-ღამეში 65 პირი დაინფიცირდა.

შეგახსენებთ, პეჩერის ლავრა და სამი სხვა ეკლესია კიევში კორონავირუსის გავრცელების კერად იქცა. კიევ-პეჩერის ლავრაში COVID-19-ით ინფიცირების 100 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთა შორის მონასტრის წინამძღვრებიც არიან. ლავრაში გარდაცვალების ორი ფაქტი დაფიქსირდა. დაიღუპა ერთი ბერი და არქიმანდრიტი ნეკტარიი.

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 5106 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 133 პირი.