კიევის მერის არჩევნებში კლიჩკო ლიდერობს

კიევის მერის არჩევნებში ისევ ვიტალი კლიჩკო იმარჯვებს. ინფორმაციას ამის შესახებ მოქმედი მერის პრესსამსახური ავრცელებს.

საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ პარალელური დათვლების შედეგად კლიჩკომ ხმების 50,9% მოაგროვა. კლიჩკოს მომხრეები ვარაუდობენ, რომ მეორე ტურის აუცილებლობა აღარ იქნება.

მოქმედი მერის შტაბში აცხადებენ, რომ პარტია "უდარი" (უკრაინის დემოკრატიული ალიანსი რეფორმებისათვის) კიევის საბჭოში 19,7%-ით ხვდება.