კიევში COVID-19-ით ინტერნატის 81 აღმზრდელი დაინფიცირდა

კიევში გოგონათა ინტერნატის 81 აღმზრდელი ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი კორონავირუსი ინტერნატის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. ამის შემდეგ ინტერნატში ტესტები ჩაატარეს.