კიევში დეპუტატზე თავდასხმისას მისი სამი წლის ბავშვი დაიღუპა

კიევში უკრაინელი დეპუტატის, ბიზნესმენის ვიაჩესლავ სობოლევის მანქანა ჩაცხრილეს. თავდასხმის შედეგად მისი სამი წლის ბავშვი დაიღუპა.

პოლიციის ინფორმაციით, სობოლევი შვილთან ერთად Range Rover-ით გადაადგილდებოდა. ტოლსტოის და ტარასოვის ქუჩების კვეთაზე მას დაუდგენელი პირი დაესხა თავს.

ტყვია ბავშვს მოხვდა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.