კიევში ქართველი ბიზნესმენი ჩაცხრილეს და გვამი ჭაში ჩააგდეს

კიევში, ქართველი ბიზნესმენი ნიკოლოზ დავითაშვილი მანქანაში ჩაცხრილეს, რის შემდეგაც გვამი ჭაში ჩააგდეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დავითაშვილი კიევში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. 

უკრაინელმა სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს.  მკვლელობაში ბრალდებულები - ორი ჩეჩენი და ორი რუსი ეროვნების მამაკაცები არიან, მათგან ბრალს მხოლოდ ორი აღიარებს.