კიევში ხელყუმბარის აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

კიევის ცენტრში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი მამაკაცი უკრაინის დედაქალაქში ბართან იმყოფებოდა. ერთ-ერთს ხელყუმბარა ეჭირა, რომელიც ხელში აუფეთქდა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქება გაუფრთხილებლობით მოხდა.