კიევში მამაკაცმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა

უკრაინის დედაქალაქში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნა. დაკავების ოპერაციას უკრაინული მედია პირდაპირ ეთერში აშუქებდა.

გამოძიების ცნობით, პოლიციელები ერთ-ერთ ბინაში კონფლიქტის გამო გამოიძახეს. ადგილზე მისულებს ბინის მფლობელმა ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგ სახლში ჩაიკეტა.

სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს და მამაკაცი შტურმის შედეგად აიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია დაჭრილების მდგომარეობა.