კიევთან ახლოს ტორფი იწვის

კევის ოლქის ობუხოვის რაიონში ტორფის ჭაობები იწვის. მაშველების ინფორმაციით ცეცხლი 1,4 ჰა ფართობზე გავრცელდა.

სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ამის გამო გოლოსეევის რაიონში ჰაერის დაბინძურება დაფიქსირდა.

ადგილზე მეხანძრეები და მაშველები მუშაობენ.