კიმ ჩენ ინი ბაბუის დაბადების დღის აღსანიშნავად საგვარეულო მავზოლეუმს ესტუმრა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი, კიმ ირ სენის მავზოლეუმს ესტუმრა და ბაბუის დაბადების დღესთან დაკავშირებით მის ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

სახელმწიფო დღესასწაულის აღნიშვნისას კიმი და მისი მეუღლე, კუმსუსანის მზის სასახლეში გამართულ ღონისძიებასაც დაესწრნენ, სადაც ჩრდილოეთ კორეის მმართველის მამა და ბაბუა განისვენებენ. 

კიმ ჩენ ინს სასახლეში თან ახლდა ჩრდილოეთ კორეის მაღალჩინოსნები, მათ შორის მისი და კიმ იო ჯონგიც.