კიმ ჩენ ინმა ერთ-ერთი გარნიზონის მზადყოფნა შეამოწმა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ყვითელ ზღვაში, კუნძულ ჩხანგრინდოზე მდებარე სამხედრო გარნიზონის მზადყოფნა შეამოწმა. ინფორმაციას ამის შესახებ კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო ავრცელებს.

მან სანაპირო არტილერიის ერთ-ერთი პოზიცია შეამოწმა, რის შემდეგ საჩვენებელი სროლების დაწყების ბრძანება გასცა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ყაზარმა, სასადილო, საწყობი, აბანო და ბოსტნეულის სათბური დაათვალიერა და ჯარისკაცების სათანადო კვების უზრუნველყოფის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.