კიმ კარდაშიანის მიერ გავრცელებულ სურათს დებს შორის დაპირისპირება მოჰყვა

კიმ კარდაშიანმა "ინსტაგრამზე" საკუთარი, კლოეს, კენდალისა და კაილი ჯენერების ძველი სურათი გამოაქვეყნა, რასაც დებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. 

სურათი, რომელიც კიმმა სოციალურ ქსელში განათავსა 2009 წელს არის გადაღებული.

კაილი ჯენერმა კიმს სურათის წაშლა მოსთხოვა, რაზეც მისგან უარი მიიღო.

აღნიშნული საქციელის გამო კიმ კარდაშიანს კაილის ფანებიც დაუპირისპირდნენ.