აშშ-ში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, ნიუ-იორკში უძრავი ქონების ერთ-ერთი კომპანიის შენობაში სროლა მოხდა. დაპირისპირებას ორი ადამიანი ემსხვერპლა. 

თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა. პოლიციამ მისი ვინაობა დაადგინა. 

ის კომპანიის ყოფილი თანამშრომელი ბარი სტიუარტი იყო. 

თავდასხმის მიზეზი უცნობია. გაქცეულზე ძებნაა გამოცხადებული.