კლიმატის ცვლილებების უარყოფა არ შეიძლება - ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ Twitter-ზე აღნიშნა, რომ კანადის ხელისუფლებას კლიმატის ცვლილებების კრიზისის სწრაფად გამკლავება სურს.

"კლიმატის ცვლილებების უარყოფა არ შეიძლება. კლიმატის ქმედება არ შეიძლება გადაიდოს. ჩვენ პარტნიორებთან ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ გლობალურ კრიზისს სწრაფად და ეფექტურად. ეს არის G20-ის დღევანდელი აქცენტი“, - წერს ტრუდო.