კოლუმბიაში არეულობების შედეგად 840 ადამიანი დაიჭრა

კოლუმბიაში არეულობების შედეგად ჭრილობა 840 ადამიანმა მიიღო. დაშავებულთა შორის პოლიციის 540 თანამშრომელია.

სამართალდამცავებმა 431 დემონსტრანტი დააკავეს.

ბანკები და მაღაზიები დარბეულია.

ქვეყნის პრეზიდენტის, ივან დუკეს ბრძანებით რიგ ქალაქებში ჯარია შეყვანილი.

მანიფესტაციები კოლუმბიაში უკვე მე-6 დღეა მიმდინარეობს. მოსახლეობა გადასახადების გაზრდას აპროტესტებს. ამასთან, ივან დუკემ საგადასახადო რეფორმის პროექტი უკვე უკან გაიწვია.