კოლუმბიაში არეულობის დროს 42 პოლიციელი დაშავდა

კოლუმბიაში სამართალდამცავები ცდილობდნენ აქციის მონაწილეების სისასტიკე შეეჩერებინათ, რა დროსაც 42 პოლიციელი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ France24 ავრცელებს.

"ორმოცი ადამიანი დააკავეს და, სამწუხაროდ, 42 პოლიციელი დაშავდა დღის განმავლობაში ქვეყნის ქალაქებში", - განაცხადა კოლუმბიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მომიტინგეები კოლუმბიაში საგადასახადო რეფორმას აპროტესტებდნენ, რაც გულისხმობს გადასახადის დაწესებას ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ჭურჭელზე და იმ ადამიანებისთვის დამატებითი 10%-ის გადახდის ვალდებულებას, რომელთა შემოსავალიც 660 დოლარს აჭარბებს.