კოლუმბიაში გემების შეჯახებას 12 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიის დასავლეთ ნაწილში, ნარინოს დეპარტამენტში, ტუმაკოს მუნიციპალიტეტთან ახლოს ორი მცირემოტორიანი გემი შეეჯახა ერთმანეთს. 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 7 არასრულწლოვანია. მაშველებმა 30 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. 30 ადამიანი დაკარგულად ითვლება. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. მომხდარის მიზეზებს სამართალდამცავები იძიებენ.