კოლუმბიაში მიწისძვრა მოხდა

კოლუმბიაში, დედაქალაქ ბოგოტას მახლობლად 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ განცხადებას  ქვეყნის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 16:12 საათზე, 30 კმ-ზე ნაკლები სიღრმეზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ბარაიას დასახლებასთან მდებარეობდა.

ადგილობრივი გამოცემების ცნობით, სტიქია ქვეყნის მრავალ რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ ბოგოტაშიც იგრძნობოდა.

მსხვერპლის და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.