კოლუმბიაში ორი მიწისძვრა მოხდა

კოლუმბიაში ორი, 6,2 და 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით, სააგენტო Xinhua ავრცელებს.

აშშ-ს გეოლოგიურ სამსახურში კი აცხადებენ, რომ მაგნიტუდამ 6,0 და 5,8 შეადგინა. ეპიცენტრი ბოგოტიდან 160 კმ-ში მდებარეობდა. 

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.