კოლუმბიაში პოლიციის სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა

კოლუმბიის დასავლეთ ნაწილში პოლიციის სასწავლო თვითმფრინავი Cessna ჩამოვარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არსებული ცნობებით, ინციდენტის დროს ფრენის ინსტრუქტორი გარდაიცვალა. მასთან ერთად მყოფი ადამიანი დაშავდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას თავის ტვინის საშუალო დაზიანება აქვს.

წინასწარი ინფორმაციით, ავარია აფრენისას მოხდა.

ადგილზე პოლიცია და მაშველებია მობილიზებული.

თვითმფრინავი ჩოკოს დეპარტამენტის საავიაციო პოლიციის სკოლას ეკუთვნის.