კოლუმბიაში საპროტესტო აქციების გამო COVID-19-ზე ვაქცინაცია შეჩერდა

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში, მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, კორონავირუსის დიაგნოსტიკურმა და ვაქცინაციის ცენტრებმა მუშაობა შეწყვიტეს. ამის შესახებ კოლუმბიის დედაქალაქის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

"მე მივიღე გადაწყვეტილება, დაიხუროს COVID-19-ის PCR დიაგნოსტიკური ცენტრები, აგრეთვე ვაქცინაციის ცენტრები, რადგან არსებული პირობები არ იძლევა სამუშაოს გაგრძელების საშუალებას", - განაცხადა მინისტრმა.

ცნობილია, რომ ქალაქის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდა, რადგან აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს.