კოლუმბიაში საპროტესტო აქციებში მონაწილე 550-მდე ადამიანი გაუჩინარდა

კოლუმბიაში საპროტესტო აქციებში მონაწილე 550-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ადგილობრივი რადიო Efe Eme ომბუდსმენის ოფისის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 აპრილიდან 7 მაისამდე პერიოდში გამართული აქციების ფარგლებში, სულ 548 ადამიანი დაიკარგა. საპროტესტო აქციებისა და არეულობების დროს დაღუპულთა რიცხვი 26-ს შეადგენს.

28 აპრილიდან კოლუმბიაში საგადასახადო რეფორმის წინააღმდეგ დემონსტრაციები იმართება. აქციის მიმდინაროებისას არეულობები მოხდა ბოგოტაში, კალიში, მედელინში და სხვა ქალაქებში. 

დაპირისპირების შედეგად აქციებზე 1000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 

ცნობილია, რომ მოგვიანებით მთავრობა რეფორმის გეგმებში ცვლილებების შეტანას დათანხმდა, ფინანსთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, მაგრამ საპროტესტო აქციები კვლავ გაგრძელდა.