კოლუმბიაში, შახტაში მომხდარ აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიის ცენტრალურ ნაწილიში, ნახშირის შახტაში მომხდარი აფეთქებისას 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 მეშახტის ცოცხლად გადარჩენა მოხერხდა. 

"ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ 9 მეშახტის დაღუპვის გამო, სოჩას მუნიციპალიტეტში. სამ დაშავებულს კი, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - წერს Twitter-ზე კოლუმბიის სამთომოპოვების სააგენტოს ხელმძღვანელი ხუან მიგელ დურანი.