კოლუმბიის პრეზიდენტის ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს

ვერტმფრენს, რომელზეც კოლუმბიის პრეზიდენტი ივან დუკე იმყოფებოდა, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ვერტმფრენს სულ მცირე ექვსჯერ ესროლეს. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ჩრდილოეთ სანტანდერის დეპარტამენტში, სარდინატის მუნიციპალიტეტში მოხდა. პრეზიდენტის გარდა, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, დეპარტამენტის გუბერნატორი და ქალაქ კუკუტას მერი. 

სროლის შედეგად არავინ დაშავებულა, ტყვიამ ვერტმფრენს მხოლოდ გარეგნული დაზიანება მიაყენა, რასაც მისი მწყობრიდან გამოსვლა არ გამოუწვევია.