კომის რესპუბლიკაში მაღაროს ჩამონგრევას 4 ადამიანი ემსხვერპლა

კომის რესპუბლიკაში "ვორგოშორსკაიას" მაღაროს ჩამონგრევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

სამსახურის ცნობით, უბედური შემთხვევის მიზეზი ქვანახშირის გადაზიდვისას ღვედის კონვეიერის ღუმელის ჩამონგრევა გახდა.