კომპანია Pfizer-სა და ინდოეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

კომპანია Pfizer ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებით ინდოეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს, ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

ამერიკული კომპანიის განცხადებით, Pfizer-მა იმუნიზაციის პროგრამისთვის ინდოეთს  ვაქცინის წარმოების ღირებულების ფასად მიწოდება შესთავაზა.