კონფლიქტი ისტორიულად რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს - პატრიარქი კირილი

რუსეთის პატრიარქმა კირილმა ყაზახეთის მოვლენებთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, მოვლენები ისტორიული რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და სამოქალაქო კონფლიქტში ერთმანეთს ხალხი შეეჯახა. 

"ეს ძალიან ახლოსაა. ეს ხდება ისტორიული რუსეთის ტერიტორიაზე. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი ვიყოთ სისხლისღვრის დროს. ამ შეტაკებების, ადამიანური განუკითხაობის მიმართ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, ვლოცულობდი. უფალმა თავისი წყალობა მოიღოს ყაზახი ხალხის წინაშე, რათა შეჩერდეს დაპირისპირება და დამყარდეს მშვიდობა.

მშვიდობის დამყარება იქ, სადაც არ არის მშვიდობა, უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს. უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტში მონაწილე პირებმა თავი უნდა შეიკავონ და დაპირისპირებულმა მხარეებმა უნდა აიღონ ვალდებულებები, რათა მშვიდობა შესაძლებელი და მიღწეული იყოს", - თქვა პატრიარქმა კირილმა.