კონგოში ავარიას 24 ადამიანი ემსხვერპლა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ავტობუსი ავარიაში მოჰყვა. 24 ადამიანი დაიღუპა. დაშავებული 16 ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ მბანზა-ნგუნგუსთან მოხდა. თვითმხილველების თქმით, ავტობუსი გზაზე გადატრიალდა და მას ხანძარი გაუჩნდა. ტრანსპორტით ვაჭრები მგზავრობდნენ, რომელთაც საქონელი გადაჰქონდათ.

ავარიის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. წინასწარი ვერსიით პრობლემა სამუხრუჭე სისტემაში იყო.