კონგომ ებოლას აფეთქება დაამარცხა

კონგოში, კივუს პროვინციაში, ებოლას მორიგი აფეთქება ლოკალიზებულია. ინფექციას, რომელიც დაახლოებით სამი თვის წინ გავრცელდა, 6 ადამიანი ემსხვერპლა. სულ 12 პირი დაინფიცირდა, თუმცა მედიკოსებმა 6-ის გადარჩენა შეძლეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

ექიმების ჰუმანიტარული ჯგუფს გაცხადებით, ებოლას აფეთქების დამარცხება ვაქცინაციით გახდა შესაძლებელი. ინფიცირებულთა კონტაქტებს და კონტაქტის კონტაქტებს - სულ 1600-მდე ადამიანს, სასწრაფოდ აცრები ჩაუტარეს.

შემთხვევები გენეტიკურად დაკავშირებული იყო 2018-2020 წლის აფეთქებასთან, რომლის დროსაც დაახლოებით 2200 ადამიანი დაიღუპა.

ებოლას ბოლო და რიგით მე-12 აფეთქება კონგოში 3 თებერვალს დაფიქსირდა. გარდაიცვალა ქალი, რომლის ქმარიც ვირუსით 2018 წელს დაინფიცირდა. სათანადო მკურნალობის გარეშე, ვირუსი ორგანიზმის თხევად ნაწილებში, მათ შორის სპერმაში რჩება, მიუხედავად იმისა, პაციენტს აქვს თუ არა დაავადების სიმპტომები.