კონგოში ებოლათი ინფიცირების შემთხვევები მატულობს

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის წარმომადგენლობა აცხადებს.

უწყების ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში არავინ გარდაცვლილა.

ჯამში კონგოში ებოლას 17 შემთხვევა დაფიქსირდა, 14 დადასტურებულია, 3-ის პასუხს ჯერ კიდევ ელოდებიან. 11 ინფიცირებული გარდაიცვალა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი 64,7% შეადგენს.

ებოლას ახალი აფეთქება ქალაქ მბანდაკაში ფიქსირდება.