კონგოში იტალიის ელჩი მოკლეს

კონგოში გაერო-ს მსოფლიო კვების პროგრამის წარმომადგენელთა კოლონაზე შეაიარაღებულ თავდასხმა მოხდა. საერთაშორისო მისიის კორტეჟს ჩასაფრება რუანდის საზღვართან ახლოს, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში, ქალაქ გომასთან მოუწყვეს. 

თავდასხმის მთავარი ობიექტი იტალიის ელჩი კონგოში ლუკა ათანასიო იყო, რომელიც მძიმედ დაიჭრა. ელჩი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცავალა. თავდასხმისას ასევე დაიღუპა პოლიციის იტალიელი ოფიცერი.

ლუკა ათანასიო იტალიის ელჩად კონგოში 2019 წლის 31 ოქტომბერს დაინიშნა.