კონგოში მოქალაქეებმა ბენიის მერიის შენობა დაწვეს

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში, ქალაქ ბენიში მოქალაქეებმა მერიის შენობა დაწვეს. ისინი მებრძოლების მიერ ადგილობრივი მცხოვრებლების მკვლელობას აპროტესტებენ.

8 ადამიანი ბენიში გუშინ საღამოს მოკლეს. თავდასხმა მოკავშირე დემოკრატიული ძალების (ADF) წევრებმა განახორციელეს. დემონსტრანტებმა ცხედრები მერიასთან მიიტანეს და შენობას ცეცხლი მოუკიდეს.