კონგოში შეიარაღებულ პირთა თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში CODECO-ს შეიარაღებული ბოევიკების თავდასხმას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Actualite იუწყება.

შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იტურის პროვინციაში მოხდა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა CODECO- ის ბოევიკების თავდასხმა დჟუგის, მაჰაგისა და ირუმუს პროვინციებში.