კონგოში შეიარაღებულ თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა

კონგოს ქალაქ ჯუგუს მეამბოხეთა ჯგუფი, სახელწოდებით კონგოს განვითარების ალიანსი (CODECO) დაესხა თავს. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

ინციდენტის შედეგად დაიღუპა 50 მშვიდობიანი მოქალაქე, ძირითადად ქალები და ბავშვები.

CODECO-ს წევრებმა ქალაქი მას შემდეგ, რაც ადგილობრივი საავადმყოფოები და სალოცავი ადგილები გაძარცვეს.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ პროვინციებს, რომლებიც რუანდასთან, უგანდასთან და ბურუნდისთან ახლოს მდებარეობს, უკვე 20 წელია შეიარაღებული დაჯგუფებები ესხმის თავს. ძირითადი მიზეზი ოქროს და კობალტის მდიდარი მარაგებია. შეიარაღებული შეტაკებების შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.