კონგოში შეიარაღებულმა პირებმა 46 ადამიანი მოკლეს

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მომხდარი შეიარაღებული შეტევის შედეგად, სულ მცირე, 46 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები იტურიის პროვინციაში მცხოვრები პიგმეები არიან.

ოფიციალური პირების განცხადებით, სავარაუდოდ, შეტევა ისლამური დაჯგუფების (ADF) შეიარაღებულმა ძალებმა    განხორციელეს. თუმცა ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.

პროვინციის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, გარდაცვლილთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.