კონგოში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრობლები იმყოფებოდნენ

კონგოში სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით 8 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ.

ფელიქს ჩისეკედის ადმინისტრაციის თანამშრომლები კონგოს დედაქალაქში მიფრინავდნენ.

კონგოს სამოქალაქო ავიაციის ინფორმაციით, თვითმფრინავი მანიემის ტყის თავზე რადარებიდან გაქრა, რის შემდეგ ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.