კონგრესში აშშ-ს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე საჯარო მოსმენები იწყება

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეზე მიმდინარე გამოძიების საჯარო ფაზას იწყებს.

წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში დღეს უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, უილიამ ტეილორსა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში საკითხებში, ჯორჯ კენტს მოუსმენენ.

15 ნოემბერს კონგრესში აშშ-ს ყოფილ ელჩს უკრაინაში, მარი იოვანოვიჩს ელოდებიან.