კორონავირუსი ახლა უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე გაზაფხულზე?

ფრანგი ეპიდემიოლოგების დასკვნით, კორონავირუსი ახლა უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე პადემიის დასაწყის ეტაპზე, გაზაფხულზე. ინფორმაციას ამის შესახებ  Reuters ავრცელებს. 

მეცნიერების თქმით, პანდემიის ახალი ტალღა აგვისტოში დაიწყო. ამ ფონზე ადამიანების დაინფიცირება ახლა გაცილებით სწრაფად ხდება. 

"ამ დაავადებასთან ბრძოლა, ერთგვარი მარათონი იქნება", - განაცხადა საფრანგეთის ხელისუფლების სამეცნიერო მრჩეველმა, ეპიდემიოლოგმა  ანრო ფონტანემ.