კორონავირუსი გავრცელებას განაგრძობს, ახალი ვარიანტები გაჩნდება - ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსი მუტაციას განაგრძობს და მეტი ახალი ვარიანტი გაჩნდება.

„ჯანმო გაფრთხილებით გამოვიდა, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა, ის იცვლებოდა და კვლავ განაგრძობს მუტაციას. 

ამ ეტაპზე, ოთხი შემაშფოთებელი ვარიანტი გაჩნდა და უფრო მეტი იქნება, სანამ ვირუსი გავრცელებას განაგრძობს“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.