კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა გორილებში

აშშ-ის სან-დიეგოს ზოოპარკმა, მსოფლიოში პირველად, კორონავირუსით გორილას ინფიცირების შესახებ განაცხადა.

"სან-დიეგოში მდებარე საფარი-პარკში გორილების ჯგუფის წევრების ტესტი SARS-CoV-2-ზე დადებითი აღმოჩნდა. ეს ვირუსი COVID-19-ს იწვევს. ოთხშაბათს, 6 იანვარს, ორი გორილას ხველება დაეწყო, ხოლო 11 იანვარს ლაბორატორიებმა ტესტის დადებითი შედეგები დაადასტურა”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სავარაუდოდ, ცხოველები კორონავირუსით დაავდებული ასიმპტომური თანამშრომლისგან დაინფიცირდნენ.