კორონავირუსის ახალი შტამი ევროპის 8 ქვეყანაში გამოვლინდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ევროპის რვა ქვეყანაში დაფიქსირდა. 

„კორონავირუსის ახალი ვარიანტი VOC-202012/01-ი ევროპის რვა ქვეყანაში გამოვლინდა. სასიცოცხლოდ მნიშვნერლოვანია ზომების გაძლიერება“, - წერს ჰანს კლუგემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ წინა შტამებისგან განსხვავებით, ახალი ვარიანტი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში ვრცელდება.მან საზოგადოებას ნიღბის ტარებისა და დისტანციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.