კორონავირუსის "დელტა" შტამი აშშ-ში დომინანტური გახდა

COVID-19-ის "დელტა" შტამი აშშ-ში კორონავირუსის დომინანტური მუტაცია გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ფედერალურ ცენტრებზე დაყრდნობით (CDC) CNN ავრცელებს.

ბოლო ორი კვირის მონაცემებით, "დელტა" ვარიანტზე კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობის 51.7% მოდის. მეორე ადგილზეა "ალფა" შტამი, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა და განსაკუთრებით ფართოდ 2021 წლის დასაწყისში გავრცელდა. ის შემთხვევების 28,7% -ს შეადგენს. მესამე ადგილზე "გამა" ვარიანტია - 8,9%.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ფედერალურმა ცენტრების მონაცემები ასევე მიუთითებს იმაზე, რომ აშშ-ში "დელტა" ვარიანტი ძალიან მაღალი ტემპით ვრცელდება. სულ რაღაც ორი კვირის წინ, ის შემთხვევების 30,4%-ს შეადგენდა.